იოსებ ხახალეიშვილი - "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობი

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან და ქალაქის თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში "მასტერ ლიგის" სამოყვარულო ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესხებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

"ეს ძალიან მისასალმებელი პროექტია. ტურნირში, რომელშიც 10 ქუთაისური გუნდი მონაწილეობს, საქართველოს მასშტაბით 12000 ახალგაზრდა იქნება ჩართული. "მასტერ ლიგა" ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპილარიზაციას, ახალგაზრდების სპორტით დაინტერესებას და ჯანსაღ სპორტულ აზარტს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მსგავსი ღონისძიებების ხელშემწყობები. სწორედ ასეთ ტურნირებს და ახალგაზრდულ მისწრაფებებს უნდა გავუწიოთ პოპულარიზაცია“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საფეხბურთო ტურნირი MASTER LEAGUE საპილოტე ფორმატით პირველად გასულ წელს ჩატარდა. სამოყვარულო ფეხბურთი 7×7, რომელიც თბილისის მერიის და უშუალოდ კახი კალაძის ხელშეწყობით და ინიციატივით ეწყობა წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება და მასში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 544 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. პროექტი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა