გიგი წერეთელი - საარჩევნო კომისიებში სახელისუფლებო პარტიის უპირატესობა კანონისა და ეუთოს რეკომენდაციების უხეში დარღვევაა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი წერეთლის განცხადებით, საარჩევნო კომისიებში სახელისუფლებო პარტიის აქტივისტების დანიშვნა არღვევს ბალანსს და საარჩევნო კანონმდებლობისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების დარღვევას წარმოადგენს.

მისი განცხადებით, აღნიშნული საკითხი დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს, რათა საარჩევნო კომისიისადმი უნდობლობის საფუძველი არ არსებობდეს და საარჩევნო პროცესი არ დაზარალდეს.

“საოლქო და საუბნო კომისიებში დამოუკიდებელი წევრების ნაცვლად, სახელისუფლებო პარტიის აქტივისტებისა და დაკავშირებული პირების დანიშვნა არღვევს ბალანსს და უპირატესობას ანიჭებს მმართველ პარტიას. ამგვარი ფიქტიური დანიშვნები და შედეგად, საარჩევნო კომისიების პროპორციულობის შეცვლა, საარჩევნო კანონმდებლობის და ეუთო/ოდირის პრიორიტეტული რეკომენდაციების უხეში დარღვევაა. ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია, სხვაგვარად საარჩევნო კომისიების მიმართ ნდობა ვერ იქნება, ეს კი, მნიშვნელოვნად დააზარალებს მთელ საარჩევნო პროცესს”,- აცხადებს გიგი წერეთელი.

ინფორმაციას პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო