თაკო ჩარკვიანი - ჯოჯოხეთური ვირუსია, არავითარი „არ არსებობს“,  გამორიცხეთ, არსებობს და ძალიან მძიმეა

პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ თავს სუსტად გრძნობს.

მისი შეფასებით, კოვიდ- 19 „ჯოჯოხეთური ვირუსია“.

“უარესად არ ვარ, მაგრამ საშინელი სისუსტე მაქვს. არ მსიამოვნებს საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ექიმები ძალიან ყურადღებით არიან, აბსოლუტურად ყველა, უკლებლივ, ექთნებიდან დაწყებული, ყველაფერს აკეთებენ. დანარჩენი, როგორც იტყვიან, ღვთის ნებაა.

არაფერზე ვღელავ, მარტო დედაჩემზე. ახლა მითხრეს, რომ მის ასაკთან შედარებით ჯერჯერობით გართულება არ ჩანს. ვნახოთ, ისეთი ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხნო. არავითარი „არ არსებობს“, ეს გამორიცხეთ. არსებობს და ძალიან მძიმეა, მაგრამ ხასიათი უნდა მივაშველოთ. მიყვარხართ, დიდი მადლობა თითოეულს“, - აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს კორონავირუსი „კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანს დაუდასტურდა. მოგვიანებით, ვირუსი მის მეუღლეს და დედასაც დაუდგინდა.

იხილეთ ვიდეო

ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2021
მსოფლიო 2021 წლის ინტელექტუალური საკუთრების დღეს სლოგანით  - „ინტელექტუალური საკუთრება და მცირე და საშუალო საწარმოები: თქვენი იდეების კომერციალიზაცია“ აღნიშნავს
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე
დეველოპერულმა კომპანია "გრადამ" და ფინურმა კომპანია Kone Elevators-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს
"ევექსი კლინიკებმა" კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის პოსტ-კოვიდ მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში პირველი აფთიაქი - "ფარმადეპო" გაიხსნა
„ემბისიმ“ უმსხვილესი შვეიცარული კომპანია Symbiotics-სგან 1,5 მლნ ფინანსური რესურსი მოიზიდა