ანა მიქელაძე - 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა

ცესკოს პრეს-სპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა.

როგორც ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, დროებითი წევრების შერჩევის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებაც და შესაბამისი სტატისტიკაც, რომ 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის შერჩევის პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. თითოეული კონკურსანტის შესახებ ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია მათი გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ ამ ინფორმაციას და აქ მთავარია აღინიშნოს ის, რომ დროებითი წევრების შერჩევის პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა