მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 29 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 29 055 600-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 926 028 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 20.9 მილიონს აღემატება. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 7.2 მილიონია.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.69 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 198 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 4.8 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე - ბრაზილია, სადაც „კოვიდ-19“ 4.3 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო