არჩილ თალაკვაძე - გაკვირვებული დავრჩი კომენტარებით, რომ გუნდში არც ერთი ადამიანი არ არის, რომელმაც ბრძოლა შეიძლება გამოუცხადოს საკუთარ გუნდს - მე არ ვიცი მსოფლიოში პარტია, რომელიც ბრძოლას უცხადებს საკუთარ თავს

გადაწყვეტილებებში ყოველთვის გუნდური პოზიცია გვაქვს და გაუგებარია, როდესაც ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ თანაგუნდელები შეიძლება, თავის გუნდს უპირისპირდებოდნენ, - ასე გამოეხმაურა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების განცხადებებს, რომლის თანახმადაც, „იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობა მოიპოვო, საჭიროა მორჩილება.“

თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ძირითად პრინციპებზე თანხმობაა და სწორედ ამ ნიშნით ხდება გუნდის დაკომპლექტება.

,,ცოტა გაკვირვებულიც დავრჩი, რამდენიმე ოპონენტის კომენტარი ვნახე, რომ გუნდში არც ერთი ადამიანი არ არის შეყვანილიო, რომელმაც ბრძოლა შეიძლება გამოუცხადოს საკუთარ გუნდს. ეს თვისობრივად არასწორი მიდგომაა. მე არ ვიცი მსოფლიოში არც ერთი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ბრძოლას უცხადებს საკუთარ თავს.

პოლიტიკური პარტია არის იმ ადამიანების გაერთიანება, ვინც საერთო ღირებულებებს იზიარებს და ჩვენ შორის არსებობს თანხმობა იმ ძირითად პრინციპებზე, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, შესაბამისად, ამ ნიშნით ხდება გუნდის დაკომპლექტება“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელს უწყობს გუნდის შიგნით განსხვავებული პოზიციების გამოხატვას.

მისივე თქმით, პოლიტიკაში მნიშნველოვანია ღირებულებები, თავდადება და დისციპლინა.

„დარწმუნებული ვარ, რომ არ დადგება მომენტი, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება, გააკეთოს ის, რაც დემოკრატიულ და ჰუმანურ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის. ჩვენ ეს დავამტკიცეთ 2012 წლიდან დღემდე ჩვენი საქმიანობით და იმ შედეგებით, რომლებსაც საზოგადოების მხარდაჭერით მივაღწიეთ.

თვითონ ბიძინა ივანიშვილის სტილი პარტიის მართვაში არის ის, რომ ის ხელს უწყობს გუნდის შიგნით განსხვავებული პოზიციების გამოხატვას, ოპონირებას და მაქსიმალურად უსმენს სხვა ადამიანებს.

გადაწყვეტილებებში ყოველთვის გვაქვს გუნდური, ერთიანი პოზიცია და გაუგებარია, როდესაც ვინმეს აქვს მოლოდინი, რომ თანაგუნდელები შეიძლება, თავის გუნდს უპირისპირდებოდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა