არჩილ თალაკვაძე - გვაბრალებდნენ, რომ უგულავა იყო ოპოზიციის მთავარი ტანკი, რომელიც ციხეში ჩაკეტეს, მაგრამ სად არის დღეს? - კამპანიას ატარებს

გვაბრალებდნენ, რომ გიგი უგულავა იყო ოპოზიციის მთავარი ტანკი, ჩვენი მთავარი მეტოქე და ამიტომ ციხეში ჩაკეტეს, მაგრამ სად არის დღეს? - კამპანიას ატარებს , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიგი უგულავასთან დაკავშირებით სპეკულაციებს აქვს ადგილი, რაც სწორი არ არის.

"შეკითხვები რატომ მოჰყვა მის საქმეს? ცუდი დრო იყო სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის?.. სასამართლო უნდა დაელოდოს არჩევნებს?.. სასამართლომ 4 წელში ერთხელ უნდა იმუშაოს, თუ აქვს უფლება, რომ არჩევნების პერიოდშიც მიიღოს გადაწყვეტილებები?.. თქვენ რა უგულავას ამართლებთ? ეს ადამიანი რისთვის იყო გასამართლებული? - გაფლანგა სახელმწიფოს ბიუჯეტი, მოქალაქეების ფული წაიღო პარტიაში და ისე ჩაატარა არჩევნები. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე?

სპეკულაციები, რომ გიგი უგულავა ერთსა და იმავე საქმეზე ორჯერ გასამართლდა, ხელისუფლებამ გამოიყვანა და ხელისუფლებამ შეიყვანა, არ არის სწორი. ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე? ჩვენ ხომ არ გამოვუშვით ან ჩვენ ხომ არ დავაპატიმრეთ? მე არ მაქვს სასამართლოს გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება იმიტომ, რომ ამას კანონი მიკრძალავს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან სასამართლო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო თავისუფალია სასამართლო, რაც „ქართული ოცნების“ მონაპოვარია.

„სასამართლო არის ინსტიტუტი და არ შეიძლება, რომელიმე ერთ ადამიანთან გავაიგივოთ. ინსტიტუტი ფასდება თავისი შედეგებით და მონაცემებით. სასამართლოს მონაცემები გვეუბნება იმას, რომ მოსამართლეები დღეს უფრო მეტად პოულობენ სიმართლეს, სტრასბურგში 60%-იანი შემცირება გვაქვს საქმეების. ეს მთლიანად უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში გვაქვს ბევრად უფრო თავისუფალი სასამართლო და ბევრად უფრო სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა