ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს

ისრაელი სამკვირიან საყოველთაო კარანტინს აწესებს, რომელიც ძალაში ებრაულ ახალ წელს, პარასკევიდან შედის, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ითვალისწინებს: დახურულ სივრცეებში 10-ზე, ღიაში კი-20-ზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვას, სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების დახურვას. შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მხოლოდ 500 მეტრის რადიუსით შეეძლებათ გადაადგილება, გამონაკლისი მხოლოდ სამსახურში წასვლის შემთხვევაში დაიშვება.

გარდა ამისა, არასამთავრობო ოფისებსა და ბიზნესებს შეუძლიათ კარანტინის პერიოდში ღია დარჩნენ, თუმცა მომხმარებლების მიღების უფლება არ ექნებათ.

პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ შეზღუდვის ახალი ზომების გამო "ყველას დიდი ფასის გადახდა მოუწევს", მაგრამ, მისი განმარტებით, წინა კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 3 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდებოდა და მომდევნო დღეებში შემთხვევების კიდევ უფრო მატებაა მოსალოდნელი.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსის 153 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1 108 ადამიანი დაღუპულია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა