აშშ-ში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გავრცელებულ ტყის ხანძარს სულ მცირე 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Usatoday-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აგვისტოს დასაწყისიდან 24 ადამიანი კალიფორნიაში დაიღუპა, 10 - ორეგონში, 1 კი- ვაშინგტონში. არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან არიან დაკარგულებიც.

სტიქიას 30 000-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის, ევაკუციის განკარგულება ცეცხლის 36 კერის ახლოს მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გაცემული.

ცნობისათვის, აშშ-ის 12 შტატში რამდენიმე კვირაა ცეცხლის 100-ზე მეტ კერას ებრძვიან. ვითარება ყველაზე მწვავეა კალიფორნიაში, ორეგონისა და ვაშინგტონის შტატებში. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა ხანძარმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კალიფორნიაში ვიზიტს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს