მელბურნში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 70-ზე მეტი პირი დააკავეს

ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცავებმა 74 პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არასანქცირებულ საპროტესტო აქციაზე 250-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც კორონავირუსის გამო დაწესებულ კარანტინის რეჟიმსა და შინ დარჩენის განკარგულებას აპროტესტებდნენ.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა ნაწილი აგრესიული იყო და პოლიციელების მიმართ ძალადობას იჩენდა.

ცნობისათვის, ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც ქვეყანაში დადასტურებული ინფიცირების შემთხვევების 75% და დაღუპულთა რაოდენობის 90% მოდის, კარანტინის რეჟიმი ივლისის დასაწყისიდან მოქმედებს. ბოლო პერიოდში შტატის ხელისუფლებამ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მზადება დაიწყო. ავსტრალიაში კორონავირუსის 26 600-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 800-ს აჭარბებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა