POWERCHINA/Sinohydro თანამშრომლობს ქართველ სპეციალისტებთან მათი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით

POWERCHINA/Sinohydro საქართველოში კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სულ მალე ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტზე დაიწყებს მუშაობას და ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შეასრულებს.

ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ პროექტზე დასაქმებული სპეციალისტების არანაკლებ 75% ქართველია. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეები დასაქმებულები არიან არა მხოლოდ უშუალოდ სამშენებლო მოედანზე, არამედ ტოპ-მენეჯმენტის პოზიციებზეც. POWERCHINA/Sinohydro-ს წარმომადგენლების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია, იზრუნონ ადგილობრივი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და მათი კარიერის განვითარებაზე.

„აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას ვიყენებთ თანამედროვე ტექნოლოგიებს. სწორედ ამიტომ, გვჭირდება უცხოელი სპეციალისტების ჩართულობაც, რადგან საქართველოში, ჯერჯერობით, არ არის საკმარისი რაოდენობის კვალიფიციური სპეციალისტი. სწორედ ამიტომ, გვინდა, პროცესში ჩავრთოთ ორივე მხარე. ასეთი მეთოდით, ქართველი სპეციალისტები ისწავლიან უცხოელი კოლეგებისგან თანამედროვე ტექნიკასთან მუშაობას და მათი კვალიფიკაციაც გაიზრდება“, - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი, გიგა კვერენჩხილაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანია POWERCHINA/Sinohydro საქართველოს მთავრობასთან 2009 წლიდან თანამშრომლობს და ქვეყანაში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს განხორციელებული. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ყველა პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულები ქართველი სპეციალისტები.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა