„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ - საოლქო კომისიებში შერჩეული დროებითი წევრები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი სახელისუფლებო პარტიასთან

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის“ განცხადებით, საოლქო კომისიებში შერჩეული დროებითი წევრები მჭიდრო კავშირში არიან სახელისუფლებო პარტიასთან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“„სამოქალაქო პლატფორმა 20/20-დან“ აცნობეს, ხვალ, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის ხელმძღვანელი ლაშა ფარულავა ბრიფინგს გამართავს და არაგეგმიურ ანგარიშს წარადგენს, სადაც მიმდინარე საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს.

მათივე ინფორმაციით, ანგარიშში განხილულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საოლქო კომისიებში დროებითი კანდიდატების შერჩევის საკითხი, დადგენილია ცესკოს მიერ დროებით წევრებად შერჩეული კონკრეტული პირები, „რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ მიუკერძოებლობის სტანდარტს და მჭიდროდ დაკავშირებულნი არიან სახელისუფლებო პარტიასთან“.

ამასთან, ბრიფინგზე პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორი თენგო თევზაძე ისაუბრებს მარნეულის ოლქში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც 20/20-ის წარმომადგენელი საოლქო კომისიის შენობაში არ შეუშვეს და საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მისცეს.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ცესკოს მიერ რეგისტრირებულ 13 ორგანიზაციას შორის ერთ-ერთია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს