შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას მოითხოვს.

როგორც მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ყიფშიძემ განუცხადა, ის ტატიაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას არ მოითხოვს, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

"ჩვენი ძირითადი შუამდგომლობა იქნება, რომ გიგა ტატიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი საქმე შეწყდეს და დაუყოვნებლივ იქნეს ის სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებული, რადგან არ არსებობს წინადადება, სიტყვა, რომელიც დაადასტურებს კი არა, ეჭვს გააჩენს, რომ გიგა ტატიაშვილს რამე ტიპის დანაშაული აქვს ჩადენილი. ზოგადად, იმედი მაქვს, რომ სადღაც, რომელიღაც მოსამართლეს მინიმუმ სინდისი გაეღვიძება", -განაცხადა ყიფშიძემ.

ცნობისთვის, გიგა ტატიაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა