მარინა ეზუგბაია - გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა

გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს, გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.

„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, „თავისუფალი უნივერსიტეტის ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები მოძიებულია. რაც შეეხება კახეთის ერთ-ერთ სკოლაში ინფიცირების შემთხვევას, ეზუგბაია განმარტავს, რომ მოსწავლეები არ არიან ინფიცირებულები და შემხებლობა პედაგოგებს შორის იყო.

„თავისუფალ უნივერსიტეტსა“ და კახეთის ერთ-ერთ სკოლაში დაინფიცირების შეთხვევები იყო. ინფიცირებული სტუდენტის კონტაქტები უკვე მოძიებულია და მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა, კახეთის სკოლის შემთხვევაში კი კიდევ კარგი, რომ ეს არ არის სწავლის დაწყების პერიოდი და ბავშვები არ არიან ინფიცირებულები. პედაგოგებს შორის იყო გარკვეული შემხებლობა და ეს სიტუაციაც უკვე მართვადია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა აღნიშნა, ქვეყანაში ძალიან დიდი სამუშაოები მიდის და გამოთქვამს იმედს, რომ მიმდინარე სიტუაციები მალე მოწესრიგდება და რისკ ჯგუფების ლოკალიზება მალე განხორციელდება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2392 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა.

იხილეთ ვიდეო:გორსა და სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა - მარინა ეზუგბაია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო