მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 კრიტიკულად მძიმე და 30 მძიმე პაციენტი მკურნალობს.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან მხოლოდ 1 პაციენტი განიკურნა.

„გამოჯანმრთელებული მხოლოდ 1 გვყავს. 1369 იყო და 1370 გახდა. გამოჯანმრთელებულების პროცენტული რაოდენობა შემცირდა. მკურნალობას გადის 1000-ზე ნაკლები პაციენტი.

ეს პაციენტები ძირითადად გადანაწილებულები არიან, როგორც კორონავირუსის სამკურნალო ცენტრებში, ასევე საიზოლაციო სამკურნალო მეთვალყურეობის საკარანტინო სივრცის სასტუმროებში, ქეთაისში, ბათუმსა და თბილისში.

ინფიცირებულებიდან კრიტიკულად მძიმე 5 პაციენტია, მძიმე პაციენტების სია კი 30-მდე გაიზარდა.

ყველა მათგანის კონტროლი მაქსიმალურად მიმდინარეობს, 24 საათის განმავლობაში პროგრესირება არ შეინიშნება. იმედია, სიტუაცია სტაბილური იქნება.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში 28 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან 1 კრიტიკულად მძიმე, 2 კი მძიმე პაციენტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო