NDI - ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია

ზრდასრული მოსახლეობის მეოთხედი აცხადებს, რომ უმუშევარია, რაც ივნისის კვლევასთან შედარებით 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ NDI-ს კვლევაშია აღნიშნული.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ეკონომიკური გავლენის შედეგია.

კერძოდ, ივნისში გამოკითხული მოსახლეობის 17% აცხადებდა, რომ უმუშევარია, ხოლო აგვისტოში ეს მაჩვენებლი, ორაგნიზაციის მონაცემებით, 24%-მდე გაიზარდა.

ორგანიზაციის კითხვაზე: რომელი ეროვნული დონის სკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გამოკითხული მოსახლეობის 49 % ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილებია; 39 %-ის აზრით - სიღარიბე; 28 %- ტერიტორიული მთლიანობა; 20 %- ფასების ზრდა და ინფლაცია; 13 %- განათლება; 13 %- პენსიები; 10 % - ხელფასები; 8 %- ადამიანის უფლებები; 7 % - ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება; 5 %- კრიმინალი; 4 %- სასამართლო სისტემა; 4 %- რუსეთთან ურთიერთობა; 3 %- კორუფცია; 3 %-კორონავირუსი; 3 % ნატო-ში გაწევრიანება; 3 % სამართლიანი არჩევნები, 3 %- გარემოს დაცვა; 3 %- სიტვყვის თავისუფლება; 11 % - სხვა. გამოკითხული მოსახლეობის 2 %-მა პასუხი არ იცის, ხოლო 1 % პასუხზე უარს აცხადებს.

ორგანიზაციის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

ორგანიზაციის კითხვაზე: რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა? - გამოკითხული მოსახლეობის პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: უმუშევრობა - 67 %; ფასების ზრდა და ინფლაცია - 33 %; სიღარიბე - 22 %; დაბალი ხელფასები - 20 %; ლარის გაუფასურება - 18 %; მაღალი გადასახადები - 11 %; კორონავირუსი - 10 %; საზღვრების ჩაკეტვა - 6 %; კორუფცია/ნეპოტიზმი - 5 %; ტურისტების ნაკლებობა - 5 %;სხვა - 11%.

გამოკითხული მოსახლეობის 1% ფიქრობს, რომ ეკონომიკაში პრობლემები არ არის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 3 %-მა.

კითხვაზე: რა არის თქვენი ქალაქის/სოფლის განვითარების სამი შესაძლებლობა? გამოკითხული მოსახლეობის 40 % ფიქრობს, რომ ეს მიწათშემოქმედებაა; ტურიზმი - 38 %; მესაქონლეობა - 29 %; მსუბუქი მრეწველობა - 20 %; მეფრინველეობა - 16 %; მძიმე მრეწველობა - 16 %; ტექნოლოგიური სფერო - 9 %; საბანკო სექტორი - 6 %; პასუხი არ იცის 9 %-მა.

ამასთან, კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივ დონეზე მოსახლეობა ყველაზე მეტად გზების მდგომარეობაზე (31%), წყალმომარაგებაზე (22 %), გარემოს დაბინძურებასა (13 %) და საცობებზე (13 %) წუხს.

თბილისში მთავარ პრობლემებად საცობებს და გარემოს დაბინძურებას, სხვა ქალაქებში და სოფლებში კი, წყლისმომარაგებასა და გზებს ასახელებენ.

ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა