მამუკა მდინარაძე - სააკაშვილი „საერთაშორისო ავანტიურისტი და სისხლის სამართლის დამნაშავეა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ყველა დანაშაული აღიარა და ახლა იმის აღიარება დარჩა, „როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას“.

როგორც მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინაში გადაღებული საგამოძიებო ფილმის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველა ხვდება, რომ სააკაშვილი „საერთაშორისო ავანტიურისტი და სისხლის სამართლის დამნაშავეა“.

„ნიშანდობლივია, რომ უკვე უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ საქმე გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკურ თაღლითთან, რომელმაც გარკვეულ პერიოდში პიარის მეშვეობით მოახერხა თითქოს გარკვეული განწყობების შექმნა, თუმცა ყველა ხვდება, ყველა დარწმუნდა და ამას სააკაშვილის ბოლოდროინდელმა აღიარებებმა შეუწყო ხელი, რომ ეს ადამიანი არის საერთაშორისო ავანტიურისტი და არის სისხლის სამართლის დამნაშავე. იცით, რომ აღიარებების სერიაში ერთი აქვს დარჩენილი. უკვე აღიარა მძიმე დანაშაულები, ორი დღის წინ ასევე აღიარა, რომ აქამდე იტყუებოდა ყველაფერს, ახლა ერთადერთი, რაც დარჩენილი აქვს, მან უნდა აღიაროს, როგორ ჩააბარა ტერიტორიები ოკუპანტ ქვეყანას და შემდეგ როგორ დააბრალა მან და მისმა გუნდმა საქართველოს და საკუთარ სამხედრო ძალებს ომის დაწყება. ეს არის ყველაზე მძიმე დანაშაული მისი და მისი თანაგუნდელების მხრიდან. მხოლოდ ამის აღიარება დარჩა, დანარჩენი ყველაფერი აღიარა. მე ვფიქრობ, საქართველოს და ქართულ საზოგადოებას უნიკალური შანსი აქვს, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 12%-საც კი ჩამორჩა, რომ ეს პოლიტიკური სუბიექტი საერთოდ ჩამოაცილოს პოლიტიკურ პროცესებს და არ გამოვრიცხავთ, რომ ასეც მოხდეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გამოცემა OBOZREVATEL-მა მიხეილ სააკაშვილის შესახებ საგამოძიებო ფილმი გადაიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა