NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 43%-მა პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღო

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების 43%-მა პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღო. ამასთან, მათ შორის ვინც დახმარება მიიღო 52% აცხადებს, რომ დახმარება საკმარისი იყო, ხოლო 48% აცხადებს, რომ არ იყო საკმარისი.

რაც შეეხება კითხვას, თუ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან რომელი პროგრამა დაეხმარებოდა ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 29% უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, 24% დასაქმების პროგრამებს, 15% წამლებით დახმარებას, 11% სესხების განულებას/ჩამოწერას, 10% კი აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება არ სჭირდება.

კვლევა მოიცავს დაგროვებითი სახელმწიფო პროგრამის შეფასებასაც. დაგროვებით საპენსიო პროგრამაში გამოკითხულთა 19%-ია ჩართული, რომელთა 38% აცხადებს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს დანაზოგს გაიტანდა. ამასთან, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში.

ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო