საქსტატი - მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო რაოდენობა თვეში 308.4 ათასით განისაზღვრა

2020 წლის მეორე კვარტალში ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 308.4 ათასით განისაზღვრა, რაც 31.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით,- ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 675.7 ათასი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 37.2 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.

ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 135.0 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 128.5 ათასი ვიზიტი თვეში).

ანგარიშის თანახმად, 2020 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 89.2 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 25.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 23.2 პროცენტით და 132 ლარს უტოლდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო