დავით ნარმანია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ორგანიზებით (სემეკ) საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მოქმედი უწყებების, კომპანიების წარმომადგენლებმა და დარგის ექსპერტებმა. სემეკის ინფორმაციით, შეხვედრა გახსნა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ და ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღვაწლმოსილ ენერგეტიკოსებს მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე სემეკის წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს საბითუმო და საცალო ბაზრის წესები, ასევე ახალი ენერგეტიკული ბაზრის პირობებში კომპანიების საქმიანობების განცალკევების წესები.

დავით ნარმანიას განმარტებით, სემეკმა წესები შეიმუშავა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ევროპის მესამე ენერგო პაკეტის დირექტივების გათვალისწინებით.

„სემეკის მიერ შემუშავებული წესების მიზანია ხელი შეეწყოს როგორც ბაზრების მონაწილეების საქმიანობას, ასევე მაქსიმალურად იყოს დაცული მომხმარებელთა უფლებები. საბითუმო ბაზრის წესებით უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგეტიკული ბაზრის უსაფრთხო და საიმედო ოპერირება, ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პირობების რეგულირება. წესები გულისხმობს ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის დანერგვას, რომელიც მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას ელექტროენერგია საათობრივი ფასის მიხედვით შეისყიდოს. საცალო ბაზრის წესები დაარეგულირებს ურთიერთობებს საყოფაცხოვრებო, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და ელექტროენერგიის მიმწოდებლებს შორის. ელექტროენერგიით თავისუფლად ვაჭრობის მიზნით, წესები უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომლებიც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპზე დაყრდნობით ელექტროენერგიის საცალო ბაზრის სრულად გახსნას“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის ინფორმაციით, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ოპერატორისა და საჯარო მომსახურებების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა და საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დვალიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა