ირმა ნადირაშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ეხმიანება.

ირმა ნადირაშვილის თქმით, საოლქო კომისიები მოქმედებენ ერთი ხელწერით და დამოუკიდებელ კანდიდატებად „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ პირებს ნიშნავენ.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ნაბიჯებით ვერ შეცვლის არჩევნების ბედს და ქვეყანაში მოხდება გარდამტეხი ცვლილებები.

„ყველა საოლქო კომისია ერთი ხელწერით მოქმედებს, დამოუკიდებელი კვოტით დასანიშნი ადამიანების ნაცვლად, გვევლიანებიან „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდ აფილირებული კომისიის წევრები. ამ ნაბიჯების გადადგმით ბიძინა ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ხელისუფლებას, ახლა არის გარდამტეხი ცვლილებების დრო, კოალიციური მთავრობის დრო და შესაბამისად, ამ ადამიანების ჩართვა საარჩვენო პროცესში ვერ შეცვლის ამ არჩევნების ბედს”, -განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ნადირაშვილის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო