გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა გადაისინჯება.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბრალდებულ საბა გოგშელიძია ადვოკატმა, არსენ კალატოზიშვილმა განუცხადა, 2 დაკავებულის - საბა გოგშელიძის და ირაკლი წაქაძის ადვოკატები საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობას დააყენებენ.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით, საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს.

„დღეს განვიხილავთ საკითხებს, რაც გათვლისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. ეს არის მტკიცებულებათა დასაშვებობის, აღკვეთი ღონისძიების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ პატიმრობა არის გამოყენებული და გადაისინჯება აღნიშნული აღკვეთი ღონისძიება. რაც შეეხება შუამდგომლობებს დევნის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს, ვარაუდისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინეს ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აღნიშნული შუამდგომლობა თუ იქნება დაცვის მხარის მიერ დაყენებული, არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება ცალკე წარმოებად გამოყოფას, აღნიშნულიც მოგეხსენებათ, რომ ურთიერთავშირში მყოფ ფაქტებთან დაკავშირებით არის", - განაცხადა მუკბანიანმა.

ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო:მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო