სერგი კაპანაძე NDI-ის კვლევაზე - ნიშანდობლივი კვლევაა, მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევას ეხმაურება. სერგი კაპანაძის თქმით, ეს კვლევა ვერ გამოდგება პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია. კაპანაძისვე განცხადებით, კვლევა ნიშანდობლივია იმით, რომ ნათლად ჩანს მოსახლეობის მზაობა ცვლილებებისათვის

„NDI-ს ეს კვლევა, სამწუხაროდ, პოლიტიკური რეიტინგების დასათვლელად არ გამოდგება, რადგან ძალიან დიდი რაოდენობა არის გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, თითქმის 70%-ზე ადის. თუმცა, ნიშანდობლივი კვლევაა, რადგან ჩანს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 61%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა ან არასწორი მიმართულებით მიდის, ან ადგილზე დგას. ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ცვლილებების მოლოდინში, აქედან გამომდინარე ეს არ არის კარგი ამბავი ხელისუფლებისათვის. ასევე, ამ კვლევაში ჩანს, რომ ამ ადამიანებს აწუხებთ ისეთი პრობლემები, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, ეკონომიკური პრობლემები და აქაც ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ ბოლო პერიოდში, მოსახლეობის ნახევარი თვლის, რომ დახმარება რომელიც გაწეული იყო, არ იყო საკმარისი. ამიტომ, ხელისუფლებისათვის ეს კვლევა ნამდვილად ცუდი კვლევაა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მეთოდოლოგიური საკითხების გამო, პოლიტიკური რეიტინგების დასადგენად, ეს კვლევა ვერ გამოდგება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს