არჩილ თალაკვაძე - უფრო მეტად სარწმუნო, ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ჩვენ უფრო მეტად სარწმუნო, საჯარო, ავტორიტეტული კვლევებით ვიცით, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან NDI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო კვლევებით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 56 პროცენტზე მაღალია.

"ასევე, დარწმუნებული ვართ, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით ამ მხარდაჭერას. შესაბამისად, კვლევები რა თქმა უნდა, ერთმანეთს ავსებს და ამ შემთხვევაში 2 ან 3 საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა გაძლევთ პასუხს კითხვაზე, თუ რეალურად ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს. ეს არ არის პირველი კვლევა და თუ მოქალაქეების ნაწილი შესაძლოა დღეს რომელიმე კვლევით ორგანიზაციასთან არ აფიქსირებს, ამ ნაწილში თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ სხვა საზოგადოებრივ კვლევებს. საზოგადოებრივი კვლევები არის იმისთვის, რომ შედეგების გადამოწმებით, ურთიერთშეჯერებით გამოიტანოთ რეალური დასკვნები, თუ რა ვითარებაა დღეს. რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და დემოკრატიული არჩევნებით, მზად ვართ სამართლიანად გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისათვის, NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. გამოქვეყნდა ასევე "გორბის" კვლევები, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა. კვლევის თანახმად, "ქართულ ოცნებას "-56.3% - იანი მხარდაჭერა აქვს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს