თინა ბოკუჩავა - მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია „ქცევის კოდექსს“ ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა ხელისუფლება ოპოზიციის მიერ დღეს ხელმოწერილ „ქცევის კოდექსს“ ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს. როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება არჩევნებამდე შედეგების გაყალბებას უკვე ცდილობს.

„მიუხედავად იმისა, მოაწერს თუ არა მმართველი პარტია დოკუმენტს ხელს, ის აბსოლუტურად ყველა შეთანხმებას არღვევს და არჩევნებამდე უკვე ცდილობს შედეგების გაყალბებას. თუმცა ჩვენ, ოპოზიცია ერთიანი ძალისხმევითა და უპრეცედენტო კოორდინაციით არ მივცემთ შესაძლობას ხელისუფლებას, რომ ეს არჩევნები მოიპაროს და ქართველ ხალხს არჩევნები წაართვას. ეს არჩევნები არ არის რიგითი, ეს არის მართლაც წყალგამყოფი არჩევნები, სადაც ქვეყნის ბედი წყდება", - აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო