ანზორ ბიწაძე - ოპოზიციის მიერ ქცევის კოდექსზე ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში არჩევნები მშვიდ და კულტურულ გარემოში ჩატარდეს

„ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანზორ ბიწაძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ ქცევის კოდექსზე ხელმოწერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოში არჩევნები მშვიდ და კულტურულ გარემოში ჩატარდეს.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დოკუმენტი ადმინისტრაციული რესურსის არგამოყენებას და კორექტულ კამპანიას ითვალისწინებს.

"საქართველოში არჩევნები უფრო კულტურულ და კორექტულ ვითარებაში უნდა ტარდებოდეს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ტარდება არჩევნები ისეთი ლანღვით, გინებითა და ერთმანეთისადმი საშინელი ეპითეტების მიწეპებით,როგორც ეს საქართველოში რამდენჯერმე ვიხილეთ. ამიტომ, ახლა ამის დრო არ არის, ქვეყანა წინ ხომ უნდა წავიდეს? დოკუმენტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული რესურსის არგამოყენებას და კორექტულ კამპანიას. ბუნებრივია, ჩვენს გეგმებში არანაირად არ შედის ძალადობრივი მეთოდები, ქვეყანაში ლეწვის დრო არ არის, არჩევნები ნორმალურად, დემოკრატიულ რეჟიმში უნდა ჩატარდეს. სწორედ ამიტომ ვართ აქ შეკრებილები, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს, რაც ქვეყანას არ აწყობს", - აცხადებს ბიწაძე.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციის მიმართ შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს, მათთან ქცევის კოდექსზე მსჯელობა თვალთმაქცობა იქნებოდა.

"არ მინდა გავიმეორო ის სიტყვები და ეპითეტები, რომლითაც ისინი ჩვენზე საუბრობენ. ალბათ, ყველას გახსოვთ მათი გამონათქვამები. უბრალოდ, ძალიან ხშირად უზრდელობით იყვნენ დაკავებული "ქართული ოცნებიდან". იმ ხალხთან ერთად დაჯდე, რომლებიც უკიდურესად უზრდელურ, ცუდ და შეურაცხმყოფელ ლექსიკას იყენებს და მათთან ერთად ხელი მოაწერო კოდექსს, ეს ცოტა თვალთმაქცობაც იქნებოდა. ჩვენ ჩვენ თავზე ვართ პასუხისმგებელი. ცალკე მოაწერა "ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტს ხელი და ვნახოთ, როგორ შეასრულებს", - აცხადებს ბიწაძე.

ცნობისთვის, დღეს "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საარჩევნოდ ქცევის კოდექსს მოაწერეს ხელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა