გიგა ბოკერია NDI-ის კვლევაზე - მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევას ეხმაურება.

გიგა ბოკერიას თქმით, პარტიულ რეიტინგზებზე საუბარი ამ კვლევით შეუძლებელია, რადგან გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობა საკმაოდ მაღალია, თუმცა როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ კვლევაში კარგად ჩანს საზოგადოების დაკვეთა და ეს დაკვეთა გარდამტეხი ცვლილებებია.

„ამ კვლევაშიც მთავარი გზავნილი არის დაკვეთა გარდამტეხ ცვლილებებზე, შეცვლაზე ამ ვითარების, ანუ სრულიად საპირისპირო სურათი, რაც მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისაგან, ეს იყო ადამიანების შეურაცხყოფა და ქედმაღლობა, რომ ყველაფერი კარგად არის და არაფერი არ შეიცვლება. ეს ცვლილებებია მოსატანი ქვეყანაში და ამ ცვლილებებს ითხოვს ხალხი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს მოლოდინი დავაკმაყოფილოთ ჩვენი ცვლილებების გეგმით და გარდამტეხი ცვლილებებით”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს