გიგა ბოკერია - ეპიდსიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისფლება ქვეყნისა და მისი მომავლისთვის

ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგა ბოკერია, ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და მთავრობის ნაბიჯებს.

გიგა ბოკერიას თქმით, იმის მაგივრად, რომ კარანტინის რეჟიმი მთავრობას იმისათვის გამოეყენებინა, რომ მომზადებულიყვნენ მეორე ტალღისათვის, მათ რაიმე კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ, „მხოლოდ ადამიანების, მცირე და საშუალო მეწარმეების ჯიბეებს დაარტყეს“.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლება მხოლოდ თავის ქებით და ოპონენტებისთვის ტალახის სროლით არის დაკავებული, ამ ყველაფერს კი გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

„ამ სიტუაციამ კიდევ ერთხელ გვანახა, თუ რამხელა საფრთხეა ივანიშვილის ხელისფლება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის. ჯერ გაზაფხულზე სრულიად გაუაზრებლად, შერჩევითად ჩაკეტეს ეკონომიკა, რითაც უზარმაზარი ზიანი მიადგა ჩვენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი გაჭირვებულ ადამიანებს. ეს ყველაფერი მინიმუმ იმისთვის უნდა გაკეთებულიყო, რომ შემდეგში ხელისუფლება მომზადებულიყო მეორე ტალღისთვის, რადგან ვირუსი რომ არ გაქრებოდა, ეს იყო ნათელი.

ახლა ირკვევა, რომ მთელი ეს დრო გამოიყენეს თვითკმაყოფილებისთვის, თავის ქებისთვის, ოპონენტების მიმართ ტალახის სროლისთვის და ირკვევა, რომ „კოვიდ“ საწოლებისთვისაც არ მომზადებულან - ახლა განაცხადა ქალბატონმა ტიკარაძემ, რომ საწოლების 65% შევსებული გვაქვს და გახარია ახლა აძლევს დავალებას, რომ 3000 საწოლი მოამზადონ. აქამდე რას აკეთებდნენ? ის ჩაკეტვა თუკი რამეში უნდა გამოყენებულიყო, ეს იყო მომზადებისთვის, რომ შემდეგში გახსნილიყო ეკონომიკა.

ახლა ვხედავთ ქაოსს, არანაირ ხედვას, არანაირ გეგმას. ისევ არალეგალური, უკანონო, შერჩევითი გაუზარებელი ჩაკეტვები და რეპრესიები ჩვეულებრივი მოქალაქეების, წვრილი და საშუალო მეწარმეების წინააღმდეგ, რომლითაც ვირუსს კი არ უშველიან, არამედ ისევ დაარტყვამს ყოველი მოქალაქის ჯიბეს და მათ მომავალს.

ეს არის სურათი, რასაც ვხედავთ, მხოლოდ ციფრებით მანიპულირება. ეს არის ფეხებზე დაკიდების პოლიტიკა და კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ გარდამტეხი ცვლილებებია საჭირო.

ადამიანებს ტვირთი არ შეუმსუბუქეს. ამრიგად, თვენახევარში ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები. „ევროპული საქართველო“ პირველ რიგში აპირებს, რომ გადასახადებმა დრამატულად დაიწიოს, ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი, დახმარებები გაორმაგდეს.

რაც შეეხება პანდემიას, აქ რეალური გეგმის ქონა არის აუცილებელი, კოვიდ საწოლებისა და რესპირატორების შეძენა. ამ მთავრობას უნდა გაეკეთებინა ეს ამდენი თვის განმავლობაში და ამის მაგივრად ისინი თავის ქებით იყვნენ დაკავებულები.

ამ ყველაფერს შეცვლის ჩვენი მოქალაქეები და დადგება გარდამტეხი ცვლილებების დრო. სწორედ „ევროპული საქართველოს“ გუნდს აქვს კომპასი და კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ცვლილებები,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა