გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისია

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისია.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს და შემდგომ მის დახვეწას.

„სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩართული ვართ ამ პროცესში, რომელშიც ასევე ჩართული არიან ჩვენი სართაშორისო პარტნიორები. ვფიქრობ, რომ ამ კანონმდებლობის უკეთესობისკენ გაუმჯობესებას შევძლებთ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ კანონპროექტთან მიმართებით სამოქალაქო სექტორის პოზიციას, რომლის მიხედვითაც ისინი თვლიან, რომ ამ ცვლილებებით რეალურად არაფერი იცვლება, გიორგი მიქაუტაძის თქმით, პრეტენზიებთან მიმართებით მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

„ვიცით, რომ ძირეულადაა შეცვლილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი. ძალიან ბევრ საფეხურს გადის, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ასევე პარლამენტი ამ პროცესში, მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. ამიტომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები (მე-3 სექტორს) იმაში, რომ ცვლილებები ფრაგმენტულია. ეს კონკრეტული ინიციატივა მიმართულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და ბოლომდე შესრულებას ემსახურება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა, სადაც საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ცვლილებები განიხილეს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა