ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები და არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში გაგრძელდება

თუ ოპოზიციის მხრიდანაც დაცული იქნება სტანდარტები, თუ არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი გაგრძელდება მშვიდ გარემოში, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ოპოზიციურ პარტიებს „ქცევის კოდექსზე“ ხელმოწერისკენ მოუწოდა.

"ჩვენ თავიდანვე ვუჭერდით მხარს ჩვენი პარტნიორების ინიციატივას საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმებასთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან და სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით, შესაბამისად , აქტიურად ვიყავით ჩართული ქცევის კოდექსის შემუშავებაში და დღეს ჩვენ მოვაწერეთ ხელი კოდექსს, რომელიც შევუშავდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორიების ინიციატივით. რა თქმა უნდა, ჩვენი მოწოდება ოპოზიციის მიმართ არის ანალოგიური, რომ მათაც მოაწერონ ხელი ქცევის კოდექსს. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი რომ "ქართული ოცნება " თავის მხარდამჭერებით, აქტივისტებით მიყვება თითოეულ რეგულაციას, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში,"- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა.

ქცევის კოდექსის ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს