კელი დეგნანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და გამჭვირვალობისკენაა მიმართული

აშშ-ს ელჩის საქართველოში კელი დეგნანის განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები სასამართლო სისტემის გაძლიერებისა და გამჭვირვალობისკენაა მიმართული.

„ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ასევე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განგვეხილა ის კანონპროექტი და ცვლილებები, რაც უნდა შევიდეს სასამართლო კანონმდებლობაში. ის მიმართულია სასამართლო სისტემის გაძლიერებისკენ, მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებისკენ. რაც განვიხილეთ იყო მნიშვნელოვანი რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, აშშ-ის, ევროკავშირისა და საქართველოს სხვა პარტნიორი ქვეყნებისგან. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისკენ", - განაცხადა ელჩმა.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა გაიმართა, სადაც „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტის ცვლილებები განიხილეს. კანონპროექტის ცვლილებების ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს