თინა ბოკუჩავას განცხადებით, მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა NDI-ის კვლევას აფასებს და დასძენს, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი. მისი თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ ვის მისცემენ არჩევნებზე ხმას, შესაძლოა, მხარი ოპოზიციას დაუჭირონ.

„ორი რადიკალურად განსხვავებული კვლევის შედეგია და ამისთვის არსებობს ერთი მარტივი მიზეზი. ეს მარტივი მიზეზი არის ის, რომ NDI არის მაღალი რეპუტაციის მქონე, სანდო ორგანიზაცია, რომელიც სანდო კვლევებს აქვეყნებს და მეორე არის „ქართული ოცნების" პროპაგანდისტული მანქანის - „იმედის" დაკვეთით შესრულებული კვლევა, რომელსაც გააჩნია ნული სანდოობა. ვხედავთ, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ოპოზიციურადაა განწყობილი, შესაბამისად, ბევრი მათგანი ღიად არ აცხადებს საკუთარ პოლიტიკურ გემოვნებას ამა თუ იმ კვლევაში, ეს აისახება სწორედ იმაში, რომ მოსახლეობის 59 პროცენტი, NDI-ის სანდო, კვალიფიციური კვლევის მიხედვით ამბობს, რომ მას არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს არჩევნებზე ხმას.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებზე ეს 59 პროცენტი გადაითარგმნება ოპოზიციისთვის სასარგებლო ხმებში და ეს მოიყვანს ამ ხელისუფლების ცვლილებას",-აცხადებს ბოკუჩავა.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევით, მოსახლეობის უმეტესობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს (88%), თუმცა ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას (59 %).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა