„ჰუალინგ ჯგუფი“ - მომხმარებლებს წყლის ფილტრაციის სისტემების შეძენა ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შეუძლიათ

მომხმარებლებს წყლის ფილტრაციის სისტემების შეძენა სამშენებლო-სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შეუძლიათ,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ „ჰუალინგ ჯგუფიდან“ აცნობეს.

„მსოფლიოს მასშტაბით წლის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებები საშუალოდ 3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზია. ამას ძირითადად ის ბაქტერიები იწვევენ, რომლებიც სასმელ ნივთიერებაში ბინადრობენ, რომ არაფერი ითქვას პესტიციდებზე, ქლორზე, ნიტრატებსა და სხვა ტოქსიკურ ელემენტებზე.

დაბინძურებული წლის მოხმარება ენდოკრინულ და ნერვულ სისტემას აზიანებს, ამასთანავე ხდება ვასკულარული და კანის დაავადებების პროვოცირების მთავარი მიზეზი.

იმისთვის, რომ მოხდეს წყლისგან გამოწვეული დაავადებების პრევენცია, ექსპერტები რეკომენდაციას შესაბამის ფილტრებს უწევენ. მათი შეძენა დაინტერესებულ ადამიანებს უკვე საქართველოში, სამშენებლო-სარემონტო მასალების ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ შეუძლიათ.

ფილტრაციის სამ საფეხურიანი სისტემა Ecosoft-ის თითოეულ ეტაპზე წყლის სხვადასხვა მინარევებისგან გაწმენდა ხდება. ნივთიერებას პირველ რიგში ქვიშა და ჭუჭყი შორდება, მეორე ფილტრი ნახშირბადისაა და ქლორს, ასევე ტოქსიკურ ბუნებრივ ნივითიერებებს აშორებს. სულ ბოლოს წყალი სუფთავდება ნალექისგან.

მნიშვნელოვანია, რომ ფილტრის დაყენება რეკომენდირებულია არა მხოლოდ სამზარეულოში, ასევე აბაზანაშიც.

საკმაოდ ეფექტურია გასაფილტრი დოქების გამოყენება, რომლებიც წყალს ქვიშის ნაწილაკებისა და მავნე ნივთიერებებისგან ათავისუფლებს. ამ პროდუქტის ყოველდღიურობაში დანერგვა მარტივი, სწრაფი და ეფექტურია, როგორც სახლსა და ოფისში, ასევე მოგზაურობის დროს.

გაფილტრული წყლით მომზადებული კერძები ჩვულებრივზე ბევრად გემრიელია, ამასთანავე, იდეალურია ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციისა და ორგანიზმის ტოქსიკური ნივთიერებებისგან დაცვისთვის“,- აღნიშნულია „ჰუალინგ ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს