ნინო ბურჯანაძემ ქარელის მოსახლეობას ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟრიტარობის კანდიდატი წარუდგინა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ქარელის მოსახლეობას ქარელი-ხაშურის ოლქში მაჟრიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ჩხიკვაძე წარუდგინა.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ალექსი ჩხიკვაძე არის ადამიანი, რომლის საშუალებითაც ქარელის რაიონის პრობლემები ყოველთვის იქნება საქართველოს პარლამენტის და ხელისუფლების დღის წესრიგში.

„არ დავუშვებთ მართალი ადამიანის დასჯას და მართალი ადამიანის დაჩაგვრას. ენდეთ ჩვენს ბრძოლას. იცით, რომ არასდროს არავის გავრიგებივართ თქვენს ზურგს უკან, არ გაგვიყიდია თქვენი ინტერესები და იცით, რომ თუ ვინმეს შეუძლია ქვეყანაში პრობლემების მოგვარება, ეს ნამდვილად მე და ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები ვართ.

ძალიან მნიშველოვანია, რომ თქვენი წარმომადგენელი საქართველოს პარალმენტში იყოს თქვენნაირი ადამიანი. ადამიანი, რომელიც თქვენს გვერდით ცხოვრობს და ძირითად დროს გაატერებს აქ, თქვენს გვერდით და დანარჩენ დროს თბილისში, ჩვენს გვერდით, მოიტანს თქვენს პრობლემებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა