ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სკოლებში სწავლა განახლდა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, იტალიაში სკოლების უმეტესობა საბოლოოდ გაიხსნა. იტალიის 20 რეგიონიდან 13 რეგიონში მდებარე სკოლებში გაკვეთილებზე ფიზიკური დასწრება განახლდა. დანარჩენ 7 რეგიონში კი სკოლების გახსნა კიდევ ერთი კვირით გადადეს. სკოლას ჯამში 5.6 მილიონი მოსწავლე დაუბრუნდა.

ბავშვებს რეკომენდაციების დაცვა, თერმოსკრინინგი, ხელების დეზინფექცია, საკლასო ოთახის გარეთ პირბადეების ტარება და მერხებთან მარტო ჯდომა მოუწევთ. უბრალო გაციების სიმპტომების შემთხვევაშიც კი მოსწავლე ვალდებულია სახლში დარჩეს. კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, იტალიაში სკოლები მარტის დასაწყისიდან დაიკეტა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა