კახა ოქრიაშვილი - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების უმეტესობა ოპოზიციისკენ წავა

NDI- ის კვლევების სარწმუნეობაში არ შემაქვს ეჭვი, ვენდობი მათ კვლევებს, - ასე აფასებს პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს სამაჟორიტარო ოლქში, კახა ოქრიაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ NDI- ის კვლევებს.

ოქრიაშვილის თქმით, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების უმეტესობა ოპოზიციისკენ წავა.

„ვენდობი NDI-ის კვლევებს. 2012 წლის კვლევები თითქმის აბსოლუტურად დაემთხვა შედეგს. მაშინ NDI- ის კვლევამ ცხადყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აიღებდა ხმების 37%-ს პროპორციულ ნაწილში, თუმცა 40% აიღეს, 3% იყო ცდომილება. რაც შეეხება, “ქართული ოცნების“ პროგნოზს და მიღებულ ხმებს, პროგნოზი 12% იყო, მიიღეს 55%, მაგრამ ამომრჩევლის 43% იყო გადაუწყვეტელი. თუ თქვენ დააჯამებთ, ზუსტად 55 % გამოდის. ციხის კადრების შემდეგ სწორედ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი წავიდა „ქართული ოცნებისკენ“. მე მათი კვლევების სარწმუნოობაში ეჭვი არ შემაქვს. ვფიქრობ, უფრო მეტ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას აძლევს ხმას, მაგრამ მალავს, რადგან მმართველ პარტიას ხმას არ აძლევს. გარკვეული შიში არსებობს. ხალხს აშინებენ სოციალური დახმარების მოხსნით, მასწავლებლებს აშინებენ, დირექტორი კი მასწავლებელს აშინებს, დირექტორს კი რესურსცენტრი აშინებს, რესურსცენტრს მინისტრი აშინებს, რომ სამსახურიდან გააგდებს. ამიტომ არ ამბობს, ვის აძლევს ხმას. დაძაბული და საინტერესო არჩევნები გვექნება. მე ვფიქრობ, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის პროცენტიდან უფრო მეტი წავა წავა ოპოზიციისკენ, ვიდრე მმართველი პარტიისკენ“, -განაცხადა კახა ოქრიაშვილმა. ცნობისათვის, NDI- ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 88% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თუმცა 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. გამოქვეყნდა ასევე გორბის კვლევები, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით ჩატარდა. კვლევების თანახმად, "ქართულ ოცნებას "-56.3%; "ნაციონალურ მოძრაობას "- 11.9% , "პატრიოტთა ალიანსს "- 7.1 %, " ევროპულ საქართველოს"- 4.8% , "სტრატეგია აღმაშენებელს"- 3.5% "ლეიბორისტულ პარტიას "- 3.3% , "ლელოს" -2.9%, "გირჩს" - 2.7% მხარდაჭერა აქვთ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა