ნათია მეზვრიშვილი - მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტადაა გავრცელებული

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალიდან კარანტინის ვადა მცირდება.

როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მთავრობა შეზღუდვებს აწესებს იქ, სადაც ვირუსი უფრო მეტად არის გავრცელებული.

„15 სექტემბრიდან კარანტინის ვადის შემცირებასთან დაკავშირებული რეგულაცია შედის ძალაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ მთავრობის დამოკიდებულება შეზღუვებთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამოვაცხადეთ სრული კარანტინი, დღეს როდესაც შემოგვაქვს ესა თუ ის შეზღუდვა, ამას ვახორციელებთ წერტილოვნად და ლოკალურად. ჩვენ ვაწესებთ შეზღუდვას იქ, სადაც ვირუსის გავრცელება უფრო მეტად ხდება”, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, რეგულაციების დაცვის პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს აკისრია.

„გამკაცრებულია რეგულაციების აღსრულება, რომელიც დღეს მოქმედებს. შრომის ინსპექცია და პოლიცია მაქსიმალურად ცდილობენ, რომ წესების და რეგულაციების დაცვა გააკონტროლონ. მოვუწოდებ საზოგადოებას, ხელი შევუწყოთ პოლიციას და შრომის ინსპექციას წესების დაცვაში! დღეს პასუხისმგებლობა არის თითეულ ჩვენგანზე”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შემოსვლის პირობებში საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად 8 დღე იქნება. მე-9 დღეს PRC ტესტის უარყოფითი პასუხის მოსვლის შემთხვევაში მოქალაქეები საკარანტინო სივრცეს დატოვებენ, თუმცა 12 დღის თავზე კიდევ ერთი PRC ტესტის გაკეთების ვალდებულება ექნებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო