ამირან გამყრელიძე - აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარის რეგიონში ნამყოფი და აღრიცხული 2200 პედაგოგიდან, პარასკევს, შაბათსა და კვირას 808 მასწავლებლის გამოკვლევა მოხერხდა, რომელთაგანაც 6-ს კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

მისივე თქმით, ეს მასწავლებლები იზოლირებულნი არიან და საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ცხელ წერტილად კვლავ აჭარა რჩება.

“ჩვენ ცაგერის მუნიციპალიტეტში გვქონდა 12 შემთხვევა, რომელიც თბილისში გამართულ დიდი საქორწილო ღონისძიებასთან იყო დაკავშირებული. 6 სოფლის გამოკვლევა ჩატარდა, სულ 1107 ნიმუში გამოვიკვლიეთ და არცერთი დადებითი შემთხვევა არ გვაქვს. კახეთში, სოფელ მატანში 11 შემთხვევაა, რომელიც ასევე ღონისძიებას უკავშირდება, გორში გამართულს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სხვა რეგიონებში. მშვიდად გამოიყურება სამცხე -ჯავახეთი, საკმაოდ კარგად იმართება სიტუაცია სამეგრელოში, იმერეთში, სადაც ერთი დიდი კლასტერი გვაქვს, 32-ე სკოლა. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. დღიური შემთხვევების ზრდა იყო პროგნოზირებადი, როგორც კი მობილობა გაიზრდებოდა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ პირბადის გაკეთებისკენ! ჩვენ კვლავ ვრჩებით მწვანე, უსაფრთხო ზონაში. საერთშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება უსაფრთხო ქვეყნად და უნდა შევეცადოთ ეს უსაფრთხოება შევინარჩუნოთ, ამისთვის საჭიროა რეკომენდაციების დაცვა", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:აჭარის რეგიონში ნამყოფი 808 გამოკვლეული მასწავლებლიდან კორონავირუსი 6-ს დაუდასტურდა

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„ელიტ ელექტრონიქსში“ iPhone 13-ის წინასწარი გაყიდვა დაიწყო
სამშენებლო გამოფენა და უძრავი ქონების ფორუმი - Caucasus Build ახალი კონცეფციით ბრუნდება
გლობალურმა ექსპერტმა კვების დარგში Herbalife Nutrition-მა თბილისში, ახალი ინოვაციური გაყიდვების ცენტრი გახსნა
„PSP ყველგან შენი ოჯახის გვერდით“ კამპანიის ფარგლებში მუხრანში ბრიტანული კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
Bolt და Bolt Food პარტნიორი მძღოლებისა და კურიერების შვილებისთვის ახალ, საგანმანათლებლო პროგრამას იწყებენ