ამირან გამყრელიძე - არჩევნები ყოველწლიურად არ არის, ამიტომ, ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს

არჩევნები ყოველწლიურად არ არის, 4 წელიწადში ერთხელ არის და ამიტომ, ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გამყრელიძე განმარტავს, რომ შეზღუდვების არ ქონა არ ნიშნავს იმას, რომ არჩევნების პერიოდში არ უნდა დავიცვათ რეგულაციები.

„პოლიტიკური პროცესი არის ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი, რომელიც თვენახევარი კიდევ გაგრძელდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე შეზღუდვების არ ქონა არ ნიშნავს, იმას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ არ უნდა დავიცვათ რეგულაციები რაც გვაქვს. ეს არის დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება და ა.შ.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო