ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება

ოქტომბერი და ნოემბერი უფრო მკაცრი გვექნება, ვინაიდან, კორონავირუსისგან მეტი ადამიანი დაიღუპება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა ჰანს კლუგემ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ქვეყნებს ამ ინფორმაციის მოსმენა არ სურთ.

„ეს არის მომენტი, როდესაც ქვეყნებს ამ ცუდი ინფორმაციის მოსმენა არ სურთ. მეც მინდა, პოზიტიური ინფორმაცია გავავრცელო იმის შესახებ, რომ პანდემია ამა თუ იმ დროს დასრულდება“, - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ვაქცინის შექმნა პანდემიის დასრულებას არ ნიშნავს.

„გამუდმებით მესმის, ვაქცინა პანდემიას დაასრულებს, რასაკვირველია, ეს ასე არაა. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ვაქცინა მოსახლეობის ყველა ჯგუფზე იმოქმედებს თუ არა. თუკი სხვადასხვა ვაქცინის დაკვეთა მოგვიწევს, ეს ლოჯისტიკური ღამის კოშმარი იქნება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ცნობისათვის, ჯანმო-ს მონაცემებით, ბოლო პერიოდში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა ფიქსირდება, თუმცა ფატალური შემთხვევები შედარებით სტაბილური რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა