არჩილ თალაკვაძე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს - არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი არ აქვს, თუმცა შემთხვევათა მატება არის იმის სიგნალი, რომ დადგენილი რეკომენდაციები და წესები დავიცვათ.

„დღეს, იმ ფონზე, როცა მთელი ევროპის მასშტაბით არის შემთხვევათა ძალიან სწრაფი მატება და მაღალი რაოდენობა, საქართველო კვლავ ინარჩუნებს „მწვანე ქვეყნის“ სტატუსს. ჩვენ ევროპულ სახელმწიფოებთან შედარებით არ გვაქვს საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელი, თუმცა შეინიშნება შემთხვევათა რაოდენობის ზრდა, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაძლევს კიდევ ერთ სიგნალს, რომ მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ უსაფრთხოების წესებს, დავიცვათ ის პრინციპები, რაც ვირუსის ფართო გავრცელებისგან გვიცავს.

იცით, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი კანდიდატები და პროგრამები გააცნონ საზოგადოებას, არავითარი შეზღუდვა და შეფერხება ამ პროცესში არ არსებობს და არჩევნებს ამ მომენტისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს როგორც ხელისუფლება, რომ საარჩევნო პროცესს არანაირი დამატებითი შეზღუდვები და ხელისშემშლელი გარემოებები არ შეეხოს. არჩევნები ჩატარდება მშვიდ, უსაფრთხო, თავისუფალ გარემოში,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით პარლამენტი საქმიანობას აგრძელებს გამკაცრებული ღონისძიებების ფონზე, რაც შენობაში დაშვებასთან დაკავშირებით მოქმედებს, ასევე თანამშრომელთა დიდი ნაწილი კვლავ დისტანციურად მუშაობს.

„ხვალიდან ვიწყებთ საშემოდგომო სესიას, რომელიც იქნება შედარებით მოკლე, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უკვე პლენარული სხდომები აღარ გვექნება, როგორც ეს იყო ყველა წინა საპარლამენტო ციკლის დროს, მაგრამ დარჩენილი პლენარული სხდომის დღეებში ყველა მნიშვნელოვან ცვლილებას, ხელშეკრულებებს და საკანონმდებლო პროექტებს განვიხილავთ, რომელზეც ჩვენ საზოგადოებისთვის პირობა გვქონდა მიცემული, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“- განაცხადა თალაკვაძემ.

მან გამოჯანმრთელება უსურვა იმ კოლეგებს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა