ადვოკატები შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანიასა და თენგიზ ბარბაქაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ნიკა ჟვანიას ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის 10-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

აღნიშნული შუამდგომლობა ყავლაშვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში დააყენა. ადვოკატმა ასევე შუამდგომლობაში განმარტა, რომ სასამართლოს გირაოსთან ერთად შეუძლია ნებისმიერი შემზღუდავი ღონისძიებაც გამოიყენოს. ყავლაშვილი მიიჩნევს, რომ ნიკა ჟვანიას მიმართ შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვება კანონიერი არ არის და ზედემტად მკაცრია.

5 000 - ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს ბრალდებულ თენგიზ ბარბაქაძის ადვოკატიც, გიორგი ფოფხაძეც. მისი განმარტებით, სასამართლო საზოგადოებრივი წნეხვის ქვეშ იმყოფება და ამის საწინააღმდეგო სასმაართლომ დღეს უნდა დაამტკიცოს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს