რომან გოცირიძე - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დასახელდება თუ არა ზუგდიდში მაჟორიტარ კანდიდატად გიული ალასანია.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" სამეგრელოში წარმატების მოლოდინი აქვს.

„სამეგრელოში სამი კანდიდატიდან ორ ოლქში, ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია და ისინი ძალიან სერიოზული კანდიდატები არიან, რომელთაც პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი აქვთ. რაც შეეხება მესამე ოლქს, ახლა მთავრდება ჩვენი შიდაკვლევები და დავასახელებთ იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე კონკურენტუნარიანი იქნება", - განაცხადა გოცირიძემ.

სამეგრელო ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. ეს არაერთმა არჩევნებმა გვაჩვენა, მათ შორის, საპრეზიდენტო არჩევნებმა.ა სევე, სანდრა რულოვსის იმ არჩევნებში მონაწილეობამ, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა. ასე რომ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, "ნაციონალური მოძრაობა" სამეგრელოში პირველივე ტურში გაიმარჯვებს",განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა