გია ჟორჟოლიანი - ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს ის პროცენტი, რომელსაც არჩევნებზე მივიღებთ, ამის ადამიანური რესურსი არის

ორნიშნა რიცხვი უნდა იყოს ის პროცენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, ამის ადამიანური რესურსი არის, - ამის შესახებ პარტია ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან პარტიიის პროპორციული სიის ოცეულის და პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

როგორც გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან განმარტა, მას აქვს მოლოდინები, რომ მისი პარტია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორნიშნა რიცხვს აჩვენებს.

"სიაში 120 კაცზე მეტი იქნება. ყველა იმუშავებს. თუმცა, პარლამენტში, შესაძლოა, ყველა ვერ მოხვდეს. ჩვენ ორნიშნა ციფრზე ნაკლები არ გვიშველის იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს ცხოვრება. ამიტომ, ორ ნიშნა რიცხვი უნდა იყოს ის პროცენტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ. ამის ადამიანური რესურსი არის, ჩვენი უშუალო კომუნიკაცია საზოგადოებასთან.

უშუალო კომუნიკაცია გვარწმუნებს, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, გაცნობიერებული აქვთ, რომ ინდუსტრიის განვითარების გარეშე, ქვეყანა ვერ განვითარდება. განათლების და მედიცინის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს კარგად ესმით, რომ სპეციალური სახელმწიფო განვითარების პოლიტიკის გარეშე, ჩვენ ვერ დავძრავთ ამ მდგომარეობას. ჩვენ ვიქნებით მუდამ ორიენტირებულები გადარჩენაზე და არა განვითარებაზე", - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანმა პარტიის მიერ წარდგენილ ოცეულზეც ისაუბრა. მისი თქმით წარგდენილი სია არასრულია, უახლოეს პერიდოში საზოგადოებისთვის პარტიის კიდევ სხვა წევრები გახდება ცნობილი.

"ეკონომიკა, ინდუსტრია და აგრარული სფერო, განათლება, ცოდნა და ჯანდაცვა, ეს არის ის ძირითადი მიმართულება, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ეკონომიკა, ეკონომიკაზე დგას ყველა ამ სფეროს განვითარება.სწორდ ამის მიხედვით შეირჩნენ ეს ადამიანები. ისინი კარგად ერკვეოდნენ, რა ხდებოდა პოლიტიკაში, თუმცა, თუმცა პრატიკულ, აქტიურ პოლიტიკაში ან მონაწილეობდნენ. ბევრი მათგანი პროფესორია, ვეტერანები, ქალბატონებიც არიან, არიან ახალგაზრდებიც. ბევრი კიდევ არ არის წარმოდგენილი ", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, პარტიამ ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ გუნდის ( პროპორციული სიის ოცეულისა) და პარტიის პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პარტიის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა, საზოგაოებას გააცნო ის პროგრამული პრიორიტეტები, რითიც ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ მომავალ პარლამენტში იხელმძღვანელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს