ნათია თურნავა - ვიღებთ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და უსაფრთხოდ

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და ასევე უსაფრთხოდ , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სრულად მართავს წინასაარჩევნო პროცესს.

"„ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელიც არის მუდამ ქართველი ხალხის სამსახურში. ჩვენი სამომავლო ხედვა, გეგმა არის სრულად პასუხისმგებლობასა და ადამიანების ზრუნვაზე დამყარებული. ჩვენ, თითოეულ ჩვენს დაპირებაზე ვაგებთ პასუხს. ამას ხედავს ქართველი ამომრჩეველი. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვით ჩვენს ოპონენტებზე, ვერ მოვისმინეთ რეალური დაპირებები, პროგრამები. როცა ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ სრულად ვმართავთ პროცესს, ეს არ ეხება მხოლოდ ქართულ ეკონომიკას, ეს ეხება ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ მოვლენას, როგორიცაა არჩევნები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით, ამისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიგდა საკანონმდებლო თვალსაზრისით და ასევე უსაფრთოხდ, ამისთვის სპეციალური პროტოკოლები მუშავდება. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ წინასაარჩევნო პროცესი იყოს შეუფერხებლად წარმართული", - განახადა თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო