გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭო ბელარუსის საკითხზე საგანგებო დებატების გამართვას დათანხმდა

გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭო ბელარუსის საკითხზე საგანგებო დებატების გამართვის შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საბჭოს პრეზიდენტმა ელიზაბეტ თიჩი ფისლბერგერმა განაცხადა, რომ შეთავაზებას საბჭოს 25-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 20-მა - თავი შეიკავა, 2 კი - წინააღმდეგი წავიდა.

„კვლავ ვრცელდება ინფორმაცია სამართალდამცავების მხრიდან არასაჭირო და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. შეზღუდული მტკიცებულება არსებობს იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად რაიმე ნაბიჯებს დგამს,“- აღნიშნა გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში მიშელ ბაჩელეტიმ.

შეგახსენებთ, ევროკავშირი და სხვა კრიტიკოსები ბელარუსის ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერების დაკავებასა და ალექსანადრე ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების დარბევაში ადანაშაულებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო