ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს. როგორც სასამართლო პროცესზე ტატიაშვილის უფლებადამცველმა განაცხადა, ბრალდებულმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, ის უმწიკვლო რეპუტაციის მქონე პირი, ევროპის ჩემპიონია და უდანაშაულო ადამიანი იხდის სასჯელს.
რაც შეეხება დანარჩენ 10 პირს, ამ ათიდან ნიკოლოზ რევაზიშვილის, არჩილ გაგნიძის, საბა გოგშელიძის, ირაკლი მუმლაძის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების ასევე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ. ნიკა ჟვანიას შემთხვევაში 10 000, თენგო ბარბაქაძის - 5 000, ვასილ მახარაძის 10 000, საბა ჩხარტიშვილის - 5 000, ირაკლი წაქაძის - 5 000, ვახტანგ ჩიქოვანის 10 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, დაკავებულებს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგნიზებას, მასში მონაწილეობას, სხეულის მსუბუქ დაზიანებას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.