ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს - ნავალნის საკითხთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებების გამოთქმა, შეუსაბამო საქციელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებების გამოთქმა შეუსაბამო საქციელია. შესაბამის ინფორმაციას მედია საშუალებები კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სურს გერმანიამ ნავალნის სამედიცინო გამოკვლევების პასუხები გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს.

ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა