სერგო ჩიხლაძე - NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს საქართველოს მოქალაქე დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი პრობლემები ეროვნულ- დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევითაც დასტურდება. მისი თქმით, მიმდინარე ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ მოსახლეობას მედიკამენტებსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

„NDI-ის კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედიკამენტების პრობლემა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთად აწვება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს. ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ, დგას არჩევანის წინაშე: მედიკამენტი თუ საჭმელი. განსაკუთრებით კი, პენსიონერები ვალით და სესხით ყიდულობენ მედიკამენტებს უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ზუსტად ამიტომ, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელის“ გუნდმა და გიორგი ვაშაძემ ჯერ კიდევ შარშან, შევიმუშავეთ და დეტალურად გავწერეთ მექანიზმი და შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაიაფდეს მედიკამენტები, როგორ გავხადოთ ის უფრო ხელმისაწვდომი, როგორ მოხდეს პენსიონერების მედიკამენტებით უზრუნველყოფა და შესაბამისი მკურნალობა სახელმწიფო პროგრამებში ჩართვით, როგორ უნდა გაკონტროლდეს უხარისხო წამლების შემოდინება ქართულ ბაზარზე. ამ 1 წლის განმავლობაში რამდენჯერმე წარმოვადგინეთ აღნიშნული გეგმა, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვებისთანავე პირველი ნოემბრიდან დავიწყებთ,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

მან „სტრატეგია აღმაშენებლის“ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

„ეს მდგომარეობს შემდეგში: წამლების ფასების გამჭვირვალობა, ევროპული ფასწარმოქმნის ევროპული სტანდარტი და ფასნამატზე ზღვრული მაჩვენებლის დაწესება, როგორც ეს მიღებულია ყველა ევროპულ ქვეყანაში. ამით მოხდება პრევენცია, ცალკეული კომპანიები ცალკეულ მედიკამენტებზე 500-600% და 700%-იან მოგებას ვეღარ მიიღებენ, ისინი დაჯერდებიან იგივე მოგებას, როგორც ეს ევროპაში მოქმედ ფარმაცევტულ კომპანიებს გააჩნიათ. ისინი არიან წარმატებულები, ისინი ამ რეგულაციების გამო არ გაკოტრებულან და ბიზნესიც ვითარდება, შესაბამისად ევროპულ პრაქტიკას დავნერგავთ საქართველოში უკვე 2021 წლიდან,“ - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს