სვეტლანა ტიხანოვსკაია ვლადიმერ პუტინს - ძალიან ვწუხვარ, რომ დიალოგის გამართვა უზურპატორთან გადაწყვიტეთ და არა ბელარუს ხალხთან

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Meduza ავრცელებს.

„მინდა, ვლადიმერ პუტინს შევახსენო: რაც არ უნდა მიიღოთ, რაზეც არ უნდა მოილაპარაკოთ სოჭში შეხვედრაზე, ამას კანონიერი ძალა არ იქნება. არალეგიტიმურ ლუკაშენკოსთან ხელმოწერილ ყველა შეთანხმებას ახალი ხელისუფლება გადახედავს. იმიტომ, რომ ბელარუსის ხალხმა ლუკაშენკოს არჩევნებზე ნდობასა და მხარდაჭერაზე უარი უთხარა. ძალიან ვწუხვარ, რომ დიალოგის გამართვა უზურპატორთან გადაწყვიტეთ და არა ბელარუს ხალხთან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრა სოჭში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო